13 აგვისტო 2026,   09:00
ვრცლად
"შეიძლება კარტელური გარიგებაც კი დავარქვათ, რადგან სწორედ ეს ტელევიზიები გრიგოლ ლილუაშვილზე ან არაფერს საუბრობდნენ ან მხოლოდ იმას, რისი დამტკიცებაც შეუძლებელი იყო" - არჩილ გორდულაძე

"ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალში ყველაზე მძიმე რაც იყო, ეს არის სწორედ "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებული საკითხი, როდესაც, პროკურატურის ცნობით, ხდებოდა ხელის დაფარება დიდ ჯგუფზე, რომლებიც "ქოლ-ცენტრებს" მართავდნენ და შემდეგ, აქედან მიღებული თანხებით ოპოზიციურ ტელევიზიებს, ოპოზიციურ პიროვნებებს, გაერთიანებებს აფინანსებდნენ," - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, რომ ოპოზიციურ ტელევიზიებსა და გრიგოლ ლილუაშვილს შორის მოქმედებდა ე.წ. კარტელური გარიგება.

"მეორე მხრივ, ხდებოდა ერთგვარი გარიგება, შეიძლება კარტელური გარიგებაც კი დავარქვათ, რომ სწორედ ეს ტელევიზიები შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილზე ან არაფერს საუბრობდნენ, ან მხოლოდ იმას, რისი დამტკიცებაც შეუძლებელი იყო. ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ დამატებით გამოძიებას და უკეთ შესწავლას საჭიროებს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები