10 აგვისტო 2026,   15:10
ვრცლად
სად შეიზღუდება ელექტროენერგია 24 დეკემბერს - იხილეთ ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის, სადგურის და ევსტათი მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები