"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" და ამხანაგობა "ბემონი - იეომ" 500 კილოვატ ქვესადგურ "იდლიანის" მშენებლობის ხელშეკრულებაში ცვლილებას ხელი მოაწერეს, რის შედეგადაც პროექტის ღირებულება შემცირდა და ხელშეკრულების ღირებულებიდან დანაზოგმა 5 მილიონი ლარი შეადგინა.
ქვესადგური სვანეთში, დაბა იდლიანის მიმდებარედ შენდება და სრულად დახურული ტიპის ობიექტია, რაც ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.