აფხაზეთის მთავრობის წევრები ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. იერუსალიმის პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.