"საქართველოს ებრაელთა ისტორია" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ისრაელის ქალაქ ბათიამში შედგა. წიგნის ავტორი სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ებრაელი ავტორი იაკობ ოფირია.
კრებულის პრეზენტაცია აფხაზეთის მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტის დროს შედგა. წიგნში შესულია უნიკალური საარქივო მასალები.