04 აგვისტო 2026,   18:00
ვრცლად
"მოხარული ვარ, რომ ნდობა მივიღე საკმაოდ დიდი და მეძლევა საშუალება ჩემს უსაყვარლეს პროფესიას ვემსახურო მომდევნო 4 წლის მანძილზე" - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

არჩევნების მეორე ტური დასრულდა - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ხმების ელექტრონული დათვლა დასრულებულია. გამარჯვებულმა კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო.

"ამ ორი თვის მანძილზე საკმაოდ ინტენსიური საარჩევნო პერიოდი იყო. მადლობა თითოეულ ადვოკატს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებისთვის. მოხარული ვარ, რომ ნდობა მივიღე საკმაოდ დიდი და მეძლევა საშუალება, რომ ჩემს უსაყვარლეს პროფესიას ვემსახურო მომდევნო 4 წლის მანძილზე. მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი - თითოეული ადვოკატი, მე აქ ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემდგომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ პროფესიის სამსახურში", - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

დღის ამბები