13 აგვისტო 2026,   08:24
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი - "ორბანთან დაკავშირებით ევროკავშირს რომ აქვს პრობლემები, ეს ცნობილი ფაქტია"

ევროკავშირში არსებულ კრიზისზე ევროპელი ლიდერებიც საუბრობენ და ორგანიზაციასთან მიმართებით არც მწვავე კრიტიკას იშურებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება.

იმ კრიზისზე, რაზეც დღეს ევროპაში საუბრობენ, თბილისი დიდი ხანია მიუთითებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპელი ბიუროკრატები უპასუხისმგებლო ნაბიჯებით, ორგანიზაციას უფსკრულისკენ მიაქანებენ.

ოპოზიციაში კი ვერ ხედავენ რადიკალური რეორგანიზაციის საჭიროებას და ამბობენ, რომ თავად ევროკავშირისთვის არის პრობლემა კონკრეტული ევროპელი ლიდერების პოლიტიკა, მაგალითად ისეთის, როგორიც ვიქტორ ორბანია:

"ორბანთან დაკავშირებით ევროკავშირს რომ აქვს პრობლემები, ეს არის ცნობილი ფაქტი. ორბანის პოლიტიკა, ევროკავშირის პოლიტიკისგან განსხვავდება და ამ პრობლემის სათავე არის ეს. ევროკავშირში შეიძლება რამე შეიცვალოს, თუმცა არ შეიცვლება ისე, როგორც სურთ ევროკავშირის მოწინააღმდეგეებს. უბრალოდ, მთავარია, რომ ევროკავშირმა ისწავლოს მათ შორის წარსული გამოცდილებით და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც შეეხება ფუნდამენტური ღირებულებისა და ნორმების ცვლილებას, ეს არ მოხდება. თორემ, რაღაცნაირი ცვლილება სულ ხდება,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები