"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" - სათემო ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ბუნებრივი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დაიხვეწა ამინდის პროგნოზირების თანამედროვე სისტემები, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების პროგნოზირებასა და პრევენციას.