მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - მაგიდაზე ომის დასრულების გეგმა დევს. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ამჯერად მაიამიში იმსჯელებენ. ადგილზე არ იქნება უკრაინა, ომში მყოფმა ქვეყანამ მთავარ მედიატორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი ამ ეტაპზე დაასრულა. თუმცა მაიამიში იქნებიან შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები.
"დავასრულეთ შეხვედრა შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მისი შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შევთანხმდით,"- აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.