ბორის ჯონსონის განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი ნულის ტოლფასი იყო, შეფასებები მოჰყვა ქართულ ოპოზიციაში.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, ურთიერთგამომრიცხავს ვერაფერს ხედავს.
"უკრაინის გაწევრიანება ნატოში არ იყო შესაძლებელი უკრაინაში ომის დაწყებამდე. ამ პერიოდზე საუბრობდა ის, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა აგრესიულად უკრაინაში და დაიწყო იქ სამხედრო ოპერაცია, ამის შემდეგ დააყენა ბორის ჯონსონმა, და არა მხოლოდ მან, საკითხი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. ასე რომ აქ დიდად ურთიერთგამომრიცხავს მე პირადად ვერ ვხედავ. თუმცა, ახალი სამშვიდობო მოლაპარაკების ნაწილში, რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, რაც ჩვენ ვნახეთ, იქ სწორედ ერთ-ერთი პუნქტი ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ რომ 2016-იდან 22 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრებოდა, რომლებზეც საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეთავაზებას ვეტოს ადებდა. მისივე თქმით, ნატოს წევრ მსხვილ ქვეყნებს ამის სურვილი არ ჰქონდათ.