10 აგვისტო 2026,   16:45
ვრცლად
სპორტის მინისტრი 2025 წლის წარმატებული ქართველი ავტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო 2025 წლის წარმატებული ქართველი ავტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას, რომელიც საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შალვა გოგოლაძემ ნომინაციაში - "წლის საუკეთესო მრბოლელი" - გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე დააჯილდოვა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც.

ღონისძიებას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელმაც ნომინაციაში - "წლის საუკეთესო საერთაშორისო მიღწევა" - გამარჯვებული დათა ქაჯაია დააჯილდოვა.

2025 წელს საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველმა მრბოლელებმა "ევრონასკარზე" იასპარეზეს. დავით ქაჯაია "პრო" დივიზიონის "ჩელენჯერის" ჩემპიონი გახდა, სანდრო თავართქილაძემ კი „ღია“ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

დღის ამბები