ქვემო ქართლში 2024 წლის მაისში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. სამუშაოები დასრულდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ასლანკაზე მდებარე ხიდზე. აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდი სოფელ სამღერეთში.
სამუშაოები დასრულდა ბოლნისსა და ხატისოფელს შორის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდზე.
რაჭისუბანში კი მიმდინარეობს ორი ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.