საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ, თამარა ვუჩიჩმა "მეცნიერების სასახლეში" უმასპინძლა.
თამარ ბაგრატიონს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ და "მეცნიერების სასახლის" გენერალურმა დირექტორმა სასახლეში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. საქართველოს პირველ ლედის უმასპინძლეს ტესლას მუზეუმშიც.