13 აგვისტო 2026,   01:56
ვრცლად
"ეს არის გლობალურად მიმდინარე დიდი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მართულია და კოორდინირებულია ერთი ხელის მიერ, ეს ძალიან იოლად შესამჩნევია" - ეკა სეფაშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კერძოდ კი, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია 2024 წლის საპროტესტო აქციებში ქიმიური ნივთიერება "კამიტის" გამოყენებაზე.

მისი შეფასებით, ეს არის გლობალურად მიმდინარე დიდი დეზინფორმაციული კამპანია.

"საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ყველა კითხვას გასცა პასუხი და ამომწურავი გამოძიება ჩაატარა ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ისიც კი განაცხადა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს და საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ამ ინფორმაციის მიღება, იმისდა მიუხედავად, რომ ეს ინფორმაცია გარკვეული თვალსაზრისით კონფიდენციალურია, თუმცა პრემიერი მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას, იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს იმიჯი და რეპუტაცია. ამიტომ, ახლა ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საზოგადოებაში, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს იმიჯის შელახვას და სხვას არაფერს. რეალურად, ეს არის გლობალურად მიმდინარე დიდი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მართულია და კოორდინირებულია ერთი ხელის მიერ, ეს ძალიან იოლად შესამჩნევია," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები