13 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები