დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე სასწრაფო, დამოუკიდებელ შემოწმებას იწყებს.
ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ "შემოწმება წარმოადგენს საპასუხო რეაგირებას ბრიტანეთის დემოკრატიისთვის პოლიტიკური ჩარევით გამოწვეულ მზარდ საფრთხეზე". აქვე ნახსენებია ყოფილი ევროპარლამენტარი, ნეითან გილი, რომელიც ცოტა ხნის წინ პრორუსული ნარატივების ხელშეწყობის მიზნით, ქრთამის აღებისთვის დამნაშავედ ცნეს და ათი წლით ციხეში ჩასვეს. ასევე, დიდ ბრიტანეთში მომუშავე იურისტი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ფარულ აგენტად იდენტიფიცირებული კრისტინ ლი.
გავრცელებული ცნობით, სასწრაფო შემოწმება ამჟამინდელი ფინანსური წესებისა და დაცვის მექანიზმების სიღრმისეულ შეფასებასა და უცხოური პოლიტიკური ჩარევის რისკების შემდგომი შემცირებისთვის რეკომენდაციების შეთავაზებას ითვალისწინებს.