13 აგვისტო 2026,   05:12
ვრცლად
თოვლით დაფარული მწვერვალები, ექსტრემალური სათხილამურო ტრასები და შთამბეჭდავი პეიზაჟები - ბრიტანულმა გამოცემამ Independent-მა 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა

თოვლით დაფარული მწვერვალები, ექსტრემალური სათხილამურო ტრასები და შთამბეჭდავი პეიზაჟები - სწორედ ეს კომბინაცია აქცევს საქართველოს მოგზაურების მზარდი ინტერესის ცენტრად და ოთხი სეზონის ქვეყანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ხვდება.

მაღალრეიტინგულმა ბრიტანულმა გამოცემამ Independent-მა 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა.

ქვაფენილით მოკირწყლული ისტორიული, ძველი ქალაქის ქუჩები, გოგირდის აბანოები და სტუმართმოყვარე ხალხი - სტატიაში ყურადღება თბილისის გარდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მდებარე ისტორიულ ძეგლებსაც ეთმობა, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული გელათის მონასტერია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველა ვინც საქართველოში სამოგზაუროდ მოდის, აქ უგემრიელესი სამზარეულო და 8 ათას წლიანი, მსოფლიოში უძველესი ღვინის ინდუსტრია ხვდებათ.

გამოცემის მოგზაური ექსპერტის ლორენ ტეილორის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ EasyJet-მა წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. მათი თქმით, ბრიტანული გამოცემის მიერ საქართველოს დასახელება საუკეთესო მიმართულებად, იმის დასტურია, რომ ქვეყანა ამ მხრივ ბევრს მუშაობს.

Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველო აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორისაა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები