"არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. პროგრამის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 15-მა საწარმომ 40 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა 12 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო სუბსიდია 4 მილიონზე მეტია.