აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმიანება, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით.
ანანიძე პრემიერის ინიციატივას ჰუმანურ აქტს უწოდებს.
"პრემიერის ინიციატივა - ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე დაგეგმილი ამნისტია, არის ჰუმანური აქტი, აქვს ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და ამასთან, კანონმორჩილებაზე დაბრუნების სტიმულიცაა", - წერს ცოტნე ანანიძე.