კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვარლამ ავალიანმა, კატარის ემირს, მის უმაღლესობა თამიმ ბინ ჰამად ალ თანის, რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, კატარის ემირმა საქართველოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.