15 აგვისტო 2026,   11:32
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პროდასავლურ ძალად არ ვიცი ვის მიაჩნია, სწორედ მათ დაიწყეს ამ ქვეყანაში ადამიანების დევნა" - ვიკა ფილფანი

"ნაციონალური მოძრაობის" კავშირები რუსეთთან და მისი გადაფარვის მცდელობა, - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას განაგრძობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"ვისაც, დაგაჯერეს, რომ ნაცი "პროდასავლელია", უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ," - სტატუსს ვიდეო-კოლაჟთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს "ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.

გიორგი გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის "ნაციონალური მოძრაობა" პროდასავლურ ძალა არ არის, რადგან როგორც პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი აცხადებს, სწორედ ამ პარტიის წევრებმა დაიწყეს ამ ქვეყანაში ადამიანების დევნა და ადამიანების უფლებების ფუნდამენტური დარღვევა:

"ნაციონალური მოძრაობა" პროდასავლურ ძალად არ ვიცი ვის მიაჩნია, მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რადგანაც მათ დაიწყეს ამ ქვეყანაში ადამიანების დევნა და ადამიანების უფლებების ფუნდამენტური დარღვევა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი.

დღის ამბები