ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე პირველ ადგილზე, 174 ხმიანი სხვაობით, ირაკლი ყანდაშვილი გავიდა - თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
კრებაზე აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს.
როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა, მეორე ტურის ჩატარება ორი კვირის განმავლობაში იგეგმება.
"არჩევნები შედგა. ხმის დამთვლელი კომისია აფორმებს ოქმს, რომლის მიხედვითაც, არჩეული არიან აღმასრულებელი საბჭო, სრულად ეთიკის კომისია, სარევიზიო კომისია. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, დაინიშნა მეორე ტური, რომელშიც გადავიდნენ ადვოკატები - ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური გაიმართება ორი კვირის განმავლობაში," - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.