უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს - ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასასრულებლად უკრაინის მხრიდან კომპრომისის სახით, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, თქვა უარი NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე.
"როიტერი" ასევე აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები, NATO-ს წევრობის ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისს წარმოადგენდა.