16 აგვისტო 2026,   10:36
ვრცლად
დაახლოებით 3 წელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლება იმაზე საუბრობდა, რაზეც დღეს ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს. პოლიტიკურ ნაწილში თანხვედრა გვაქვს - თორნიკე ჭეიშვილი ევროკავშირის კრიტიკაზე

თბილისში, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა შტატებისა და თავად ევროპელი ლიდერების ნაწილის კრიტიკა ბრიუსელის მისამართით.

ევროკავშირის მიმართ შტატების ტონი კიდევ უფრო მკაცრდება. ამერიკის ეროვნულ სტრატეგიაში გაჟღერებული კრიტიკული გზავნილების შემდეგ, რომელშიც ევროკავშირში არსებულ კრიზისზეა საუბარი, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ევროპა არ შეიცვლება, ის დასუსტდება.

ტრამპის ადმინისტრაცია ევრობიუროკრატების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ევროკომისია კი პრობლემებს არ აღიარებს და ვაშინგტონის კრიტიკას შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. ევროპის გარდაუვალ ცვლილებებზე ღია გზავნილები ისმის თავად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების, ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ ბრიუსელში არსებულ პრობლემებზე, რაზეც ახლა თავად ევროკავშირის ლიდერების ნაწილი და ტრამპის ადმინისტრაცია მიუთითებს.

"დაახლოებით 3 წელია "ქართული ოცნების" ხელისუფლება იმაზე საუბრობდა, რაზეც დღეს ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს. ჩვენ, ზოგადად, პოლიტიკურ ნაწილში თანხვედრა გვაქვს. ზოგადად, სანამ კონსერვატიული ძალები არ იქნება თავმოყრილი ევროკავშირის ქვეყნებში, მანამ ეს პრობლემა იდგება. თუ არ შეცვლი ბრიუსელი პოლიტიკას მსოფლიოს მასშტაბით, ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი ამ გაერთიანებას არ უწერია. ზოგადად, გაერთიანების წინააღმდეგები არ ვართ, ჩვენი მისწრაფებები იქით მიდის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხელის გადაგრეხის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, ის ფასეულობები, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა ევროპას უნდა დაუბრუნდეს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

 

 

დღის ამბები