04 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
რუსთავის ოთხ სხვადასხვა ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ოთხ სხვადასხვა ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე ასფალტის ახალი სამფენიანი საფარი დაიგება. მოეწყობა ტროტუარები, შიდა ეზოების შესასვლელები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, სარწყავი და სანიაღვრე სისტემა.

დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

პროექტზე ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 5 მილიონ 800 ათასზე მეტი იხარჯება.

დღის ამბები