13 აგვისტო 2026,   11:35
ვრცლად
მოხალისეობის საერთაშორისო დღე საქართველოში 2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს დაჯილდოებით აღინიშნა

მოხალისეობის საერთაშორისო დღე საქართველოშიც 2025 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს დაჯილდოებით აღინიშნა. ღონისძიება წელს მეექვსედ აღინიშნა.

გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის განათლების, სოციალური სფეროს, მოხალისეობის განვითარების, სპორტის, კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიხედვით გადანაწილდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

დღის ამბები