13 აგვისტო 2026,   01:11
ვრცლად
"ჯადოსნური დღეები" - დევნილი მოზარდებისთვის გამართულ მორიგ ღონისძიებას რუსთავმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში პროექტი "ჯადოსნური დღეები" ხორციელდება.

დევნილი მოზარდებისთვის გამართულ მორიგ ღონისძიებას რუსთავმა უმასპინძლა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო, დევნილ ბავშვებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

პროექტში, ამ ეტაპამდე 3 ათასზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი ჩაერთო. აქტივობები 22 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით ათ ლოკაციაზე განხორციელდება.

დღის ამბები