10 აგვისტო 2026,   15:44
ვრცლად
"ამგვარი სამედიცინო ნაშრომი არ გვინახავს, რომ შესავალი მთლიანად პოლიტიკურ ასპექტს ეძღვნებოდეს. გასაგებიც არის, რომ ეს არის სწორედ მაგ მიზნით დაწერილი და არა სამედიცინო მიზნით" - ვახტანგ შოშიაშვილი

"ამგვარი სამედიცინო ნაშრომი არ გვინახავს, რომ შესავალი მთლიანად პოლიტიკურ ასპექტს ეძღვნებოდეს. გასაგებიც არის, რომ ეს არის სწორედ მაგ მიზნით დაწერილი და არა სამედიცინო მიზნით. მას არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება, უბრალოდ რაღაც ვარაუდებს გამოთქვამენ," - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა, ვახტანგ შოშიაშვილმა ისაუბრა.

"აღნიშნავენ,რომ რადგანაც ეს გამოკითხვა იყო, გამოკითხვა სუბიექტურია და პასუხი შეიძლება მიკერძოებული იყოს. ის, რაც გამოყენებული იყო პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად, მაგალითად, ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები, სადაც რაღაც განსხვავება ნახეს, უცნობია ამ პაციენტების ანამნეზი -იყო თუ არა ეს ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები მანამდეც, სანამ ისინი ამ მიტინგებზე მივიდოდნენ. აქაც არ დასტურდება, რომ რაღაც გავლენა იქონია ამ მიტინგებზე მოსვლამ," - აცხადებს ვახტანგ შოშიაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები