13 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
"თუ გამოძიების შედეგები რაღაც კუთხით იქნება არადამაკმაყოფილებელი, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ობიექტური საჭიროება" - ირაკლი ქადაგიშვილი

ფრაქცია "გახარია- საქართველოსთვის" მიერ BBC-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართვას, "ქართულ ოცნებაში" ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა კითხვას პასუხის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება გასცემს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერად დაიწყო გამოძიება.

"ზოგადად ის, რომ საქართველოს არ ეშინია არანაირი გამოძიების, ეს ფაქტია, იმიტომ რომ მყისიერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გამოძიების კრიტიკით არიან ოპოზიციონერები დაკავებულები. ხედავენ, რომ გამოძიების პირველსავე დღეებში და ის ადამიანები, ვის ე.წ. ანალიტიკასაც იყო დაყრდნობილი BBC-ის ეს სიუჟეტი, ერთი მეორეს მიყოლებით შორს იჭერენ თავს BBC-ის ამ "ფეიკ" სიუჟეტში გაჟღერებული აზრებისგან. აქედან გამომდინარე, ახლა ყურადღების გადატანა სურთ რეალური გამოძიებიდან. ჯერ დამთავრდეს რეალურად გამოძიება, დავინახოთ კარგად, თუ რა შედეგებს მოიტანს გამოძიება. თუ ამ გამოძიების შედეგები რაღაც კუთხით იქნება არადამაკმაყოფილებელი, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ობიექტური საჭიროება," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები