10 აგვისტო 2026,   14:01
ვრცლად
პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი სტაჟირების მსურველთათვის კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი სტაჟირების მსურველთათვის კონკურსს აცხადებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნაა - ტელერეჟისურა ან ვიდეო-საოპერატორო ხელოვნება.

სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტით (მისამართი: [email protected]) 2025 წლის 3 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით.

ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (https://parliament.ge/internships)

 

დღის ამბები