ენერგომომარაგება გაუმჯობესდა მთიულეთში - დუშეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა მაღალი ძაბვის, 10 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია, გაკეთდა ახალი ელექტროგადამცემი ხაზებიც, დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორები მხოლოდ დუშეთის ქსელის რეაბილიტაციისთვის. ამისთვის ენერგო-პრო ჯორჯიამ მილიონ ნახევარზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა.