13 აგვისტო 2026,   02:44
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრას აფასებს და თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

"ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ჩვენ რეგულარულად გვაქვს დიალოგი და შეხვედრები. საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა. ეს არის ის ფორმატი, სადაც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა", - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ეუთო-ს როლი აღნიშნულ პროცესებში.

"ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს წუხილს ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეუთო ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე ეუთო-ს როლი ამ პროცესში, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები