"ახლა მაინტერესებს, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები, გარედან დაქირავებული "ენჯეოები," რომლებიც ჭინკებივით დაასიეს ქვეყანას, აპირებენ თუ არა ბოდიშის მოხდას? - მოიხადონ ბოდიში ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა "ენჯეოებმაც", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ის ინფორმაციას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა და გარედან დაქირავებულმა "ენჯეოებმა" ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან "კამიტთან" დაკავშირებით დადასტურდა, რომ გავრცელდა ტყუილი.
"გასკდა საქმე, რომ საქართველოს უმტრეს, რომ არიან მონაწილე ჰიბრიდული ოპერაციისა, რომელიც დაიგეგმა და ორკესტრირებულად ხორციელდება და ახლა შიში ოხერია, რა თქმა უნდა. ფაქტობრივად, საქართველოს დაასიეს საკუთარი დაქირავებული „ენჯეოები“, რომლებიც, როგორც კი მიიღებენ მესიჯს ტელეფონში, გამოვარდით და პირდაპირ რაღაც თემა აწიეთო, ზუსტად ისე იქცევიან. გავიდა რამდენიმე დღე და დადასტურდა, რომ ტყუილი იყო "კამიტთან" დაკავშირებით.
ახლა მაინტერესებს, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები, გარედან დაქირავებული "ენჯეოები", რომლებიც ჭინკებივით დაასიეს ქვეყანას, აპირებენ თუ არა ბოდიშის მოხდას? - მოიხადონ ბოდიში ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა "ენჯეოებმაც", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.