13 აგვისტო 2026,   10:41
ვრცლად
"ოცნება" დღეს არის წინაღობა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს არის მთავარი სამსჯელო და მთავარი საკითხი" - ტატა ხვედელიანი

მოლდოვაში შექმნილი ვითარება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. შეფასებების თემაა ასევე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არიან.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანის და პოლიტიკოსის შეფასებაში არ შევა. 

"მე არ შევალ კონკრეტული ადამიანის და პოლიტიკოსის შეფასებაში, სამართლიანი არის თუ არ არის. ფაქტია, რომ დღეს მოლდოვას ხელისუფლება მზაობას აცხადებს იმ რეფორმებზე, იმ ყველა ქმედებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ ევროპულ მომავალს და ფაქტია ის, რომ "ოცნება" დღეს არის წინაღობა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს არის მთავარი სამსჯელო და მთავარი საკითხი", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

დღის ამბები