ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ. მათ ტელემეტრიული მონიტორინგის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აღნიშნული მეთოდი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ამავე დროს რთულია - ის შესაძლებლობას იძლევა, რეალურ დროში მივიღოთ მონაცემები ცხოველების გადაადგილებასა და მათი გარემოს მდგომარეობის შესახებ.
სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.