20 აგვისტო 2026,   08:16
ვრცლად
რა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც წინასწარ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს - პროტესტის ორგანიზება დიდი ხნის წინ დაიწყო და ის ამჯერად 2024 წლის 28 ნოემბერს უკავშირდება

რა ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც დაანონსებული აქცია მიმდინარეობს - პროტესტის ორგანიზება დიდი ხნის წინ დაიწყო და ის ამჯერად 2024 წლის 28 ნოემბერს დაუკავშირეს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო თავის მხრივ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას.

ამ განცხადებას ერთი წლის წინ საპროტესტო ტალღა მოჰყვა, თუმცა კობახიძის განცხადებამდე იყო ბრიუსელის ივნისის გადაწყვეტილება, რომ შეაჩერეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება. 

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ იმყოფებიან - აღნიშნული შეკრების ორგანიზება ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული ენჯეო-სექტორის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. აქცია დღეს 6 საათზე მსვლელობით დაიწყო, რუსთაველის განიზრე კი, გზა, დაახლოებით 9 საათზე გადაკეტეს, ახლა აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იმყოფებიან.

რამდენიმე წუთის წინ გამოცემა "პრაიმ ტაიმმა" კიდევ ერთი ტექსტი გაავრცელა, რომელიც წყაროს მტკიცებით, ბრიუსელიდან, აქციაზე სიტყვით გამომსვლელებისთვის არის გამოგზავნილი - ეს ტექსტი სხვადასხვა პუნქტებს მოიცავს, არის ე.წ. მანიფესტი, 3 ძირითადი პუნქტი ეხება ახალ არჩევნებს, ასევე იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ, ასევე ეხება "საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებას".

რაც შეეხება უშუალოდ ამ ბოლო ნაწილს, დღევანდელი თარიღი სიმბოლურად აირჩა აქციის მონაწილეების მხრიდან. ისინი ახლა როგორც ამბობენ, აპროტესტებენ 1 წლის წინ საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ დროებით შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ვიდრე ქვეყანა ეკონომიკურად და ფაქტორების მიხედვით ამისთვის სრულად არ იქნება მზად, თუმცა ისინი არაფერს ამბობენ მაგალითად უკვე დადასტურებულ ინფორმაციაზე, რომ ბრიუსელში გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაყინვის შესახებ მიღებული.

რაც შეეხება უშუალოდ აქციაზე არსებულ ვითარებას, სიტყვით გამომსვლელები უკვე დგანან სცენაზე, ადგილი ჰქონდა მცირე ექსცესებსაც: მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც როგორც  ჩანს, რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. აქციის მონაწილეებთან ერთად, ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ენჯეო-სექტორების ლიდერები იმყოფებიან.

დღის ამბები