20 აგვისტო 2026,   06:19
ვრცლად
1 წლის წინ გააჩერეს ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის და დირექტივის მიღება, რომლის დასაბუთებაშიც პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ თუ ევროკავშირი მიიღებდა ამ კანონს, მაშინ ვერ გააკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" გუნდს - გორდულაძე

ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრება და გარე ჩარევების გამო ახალი ზომების მიღება მეორე დღეა თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. უმრავლესობაში ევროპელი კოლეგების მხრიდან ორმაგ სტანდარტსა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომაზე საუბრობენ. 

"1 წლის წინ გააჩერეს ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის და დირექტივის მიღება, რომლის დასაბუთებაშიც პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ თუ ევროკავშირი მიიღებდა აღნიშნულ კანონს, მაშინ ისინი ვერ გააკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" გუნდს. ახლა, როგორც ჩანს, გრძელდება აღნიშნული საკითხის განხილვა და თითქოს გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისთვის და საქართველოს, რომელიც კანდიდატი ქვეყანა არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არ აქვს უფლება საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა თანხები შემოედინება ჩვენს ქვეყანაში. პირდაპირ მითითებული იყო, რომ დიახ, გამჭვირვალობა ეს არის დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. დიახ, ჩვენც ვიზიარებთ ზუსტად აღნიშნულ დამოკიდებულებას და ამიტომაც იყო, რომ 2023-2024 წელს ინიციირებული და მიღებული იქნა ქართული გამჭვირვალობის კანონი და ამის შემდეგ უკვე ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი "ფარას" სახით",  - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწევს, შექმნას ლობისტების რეესტრი. მათ ეკისრებათ ვალდებულება, ახსნან გრანტების წარმომავლობა და დანიშნულება. ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.

დღის ამბები