20 აგვისტო 2026,   05:13
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო განსახილველადაც კი არ იღებს საჩივარს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ "ქართული ოცნების" რეფორმები აფლავებს სასამართლოზე დარტყმის მცდელობას "ნაციონალური მოძრაობისა" და მდიდარი "ენჯეოების" მხრიდან - არჩილ გორდულაძე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სტრასბურგის სასამართლოს პოზიციას ეხმაურება. კერძოდ, როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

"სტრასბურგის სასამართლო საერთოდ განსახილველადაც კი არ იღებს საჩივარს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ "ქართული ოცნების" გუნდის მიერ გატარებული რეფორმები - იქნება ეს მოსამართლეების უვადოდ გამწესება, მათი დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა კონსტიტუციისა და ორგანული კანონების დონეზე - აფლავებს სასამართლოზე დარტყმის მცდელობას "ნაციონალური მოძრაობისა" და გარედან დაფინანსებული მდიდარი "ენჯეოების" მხრიდან.

ეს [მცდელობა] არ არის გასაკვირი, რადგან თუ "დიფ სთეითი" ჩაიგდებს ხელში სასამართლო სისტემას, შეეძლება, ჩვენს ქვეყანაში ჩაიგდოს ხელში ხელისუფლების ერთ-ერთი შტო და ქვეყანაში არეულობაც კი გამოიწვიოს, რის მცდელობებიც სხვადასხვა მიკერძოებული მოსამართლის მხრიდან, მათ შორის 2024 წლის ნოემბერშიც ვნახეთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტრასბურგის სასამართლო უარს აცხადებს მიიღოს საჩივრები საქმეებზე სახელწოდებით: "ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და ასევე, "გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული.

გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები.

დღის ამბები