საქართველო საბავშვო ევროვიზიას მეორედ უმასპინძლებს. კონკურსი 13 დეკემბერს ოლიმპიურ სოფელში გაიმართება.
ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 9-დან 14 წლამდე ასაკის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. საბავშვო ევროვიზია 2025-ში მუსიკალური ნომრებით 18 ქვეყნის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი.
კონკურსში ოთხგზის გამარჯვებულ საქართველოს კი ამჯერად ანიტა აბგარიანი წარადგენს.