დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერში მუსიკალური მეგაშოუს, "საქართველოს ხმის" რიგით მეოთხე და დასკვნით საკონკურსო სერიას ვიხილავთ. ვინ მოიპოვებს ჟიურის მხარდაჭერას 11 კონკურსანტიდან და ვისი ხმა დაიმსახურებს ოქროს ღილაკს?
დღევანდელ ეპიზოდში ჟიური რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება. უკვე გადარჩეული კონკურსანტებიდან, მათ კიდევ ექვსი მონაწილე უნდა შეარჩიონ, რომლებიც 4 ოქროს ღილაკის მფლობელთან ერთად, საუკეთესო ათეულში გადაინაცვლებენ და LIVE შოუებისთვის მოემზადებიან.