საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. 6 თვით პოსტის გადმობარების ოფიციალური ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქში რამდენიმე საათში დაიწყება.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე სხდომაში საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. სხდომაზე დღესვე დელეგატებს სიტყვით მიმართავს შალვა პაპუაშვილი.
ცნობილია, რომ ის აქცენტს დაკავშირებადობის აქტუალობაზე გააკეთებს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელზე. საუბარი იქნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე. ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრებიც.