21 აგვისტო 2026,   04:55
ვრცლად
მთავრობის მიერ ინიცირებული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა "სტარტაპ ბუთქემფმა" განაცხადების მიღება უკვე დაიწყო

მთავრობის მიერ ინიცირებული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო აქსელერატორმა "სტარტაპ ბუთქემფმა" განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა. ამ პროგრამისთვის მთავრობამ 4-ი უმსხვილესი საერთაშორისო აქსელერატორი შეარჩია, რომლებიც 2026 წლის განმავლობაში ქართველ და რეგიონულ სტარტაპერებთან იმუშავებენ.

ბაქარ ჟღენტი ინოვაციური მომსახურების განვითარებაზე ერთ წელზე მეტია, მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, ახალგაზრდების მიერ შექმნილი სტარტაპი, საკუთარი სერვისით 20-მდე კომპანიას დაეხმარა. ახალა, გუნდის მზიანი კიდევ უფრო მეტი პარტნიორის მოზიდვა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან უკვე მიიღო.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაზე ზრუნვას უკვე ევროპელი და ამერიკელი აქსელერატორები იწყებენ. სტარტაპერებს ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების განვითარებაში კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები დაეხმარებიან. პროგრამებში გათვალისწინებულია ქართული ინოვაციური სერვისების საერთაშორისო ბაზარზე გატანის, კონკურენტუნარიანობის ზრდის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.

პროდუქტის დახვეწა, კონკურენტუნარიანობის ამართლებდა, გაყიდვების სტრატეგიის შექმნა - ეს ის მიმართულებების მხოლოდ ნაწილია, რაზეც სტარტაპები მხარდაჭერას მიიღებენ. თითოეული გუნდისთვის განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და დახმარებაც შესაბამისს მიიღებენ. . აქსელერაციის სრული ციკლი სამ ფაზას მოიცავს. მეორე და მესამე ფაზაზე გადასული სტარტაპები 50 იდან 150 ათას ლარამდე დაფინანსებას მიიღებენ.

პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა. უკვე შერჩეულია 4 საერთაშორისო აქსელერატორი. მანამდე ინოვაციური იდეების მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა თანადაფინანსების საგრანტო პროგრამები. რომელმაც უკვე შეიქმნა 4 000 სამუშაო ადგილი და ეკონომიკაში 700 მლნ ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიტანა.

დღის ამბები