თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, საკრებულოში უკვე გადაიგზავნა. თვითმმართველი ორგანო დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას იწყებს. 500 გვერდიან დოკუმენტში, დეტალურადაა გაწერილი ის პროექტები, რომელიც დედაქალაქში განხორციელდება. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება სატრანსპორტო პოლიტიკა, გარემოზე ზრუნვა და ინფრასტრუქტურული პროექტები.
ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა - 583 მილიონი ლარი ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. სამკურნალო მედიკამენტების დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, გაგრძელდება 100 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარება. თანხები გამოიყოფა სხვადასხვა სამედიცინო კვლევებისა და აუტიზმის სპექტრის ბავშვების რეაბილიტაციისთვისაც.
2026 წლის ბიუჯეტში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა ძირითად პრიორიტეტად რჩება. დაგეგმილია თბილისის 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია და მოდერნიზება, ასევე 111 ერთეული ვაგონის დამატება. 20 წლის შემდეგ დედაქალაქს დაუბრუნდება ტრამვაი. 7.5 კილომეტრიანი ხაზი დიდ დიღომს დიდუბესთან დააკავშირებს.
2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას კომისიები და ფრაქციები განხილავენ. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, საკრებულოს 10 დეკემბერს წარედგინება. ქალაქის მთავარი ფინანსურ დოკუმენტს თვითმმართველი ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.