ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "ჩენდლერის ინსტიტუტის" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა, კერძო სექტორის მხარდაჭერით მსოფლიოს ტოპ ოცდაათეულში და ევროპის მოწინავე ოცეულში მოხვდა. ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს 15 წევრ სახელმწიფოს - შედეგები კი ქვეყანას ლიდერის პოზიციაში აყენებს.
ქვეყანაში კერძო სექტორისთვის ბიზნესის წარმოება, ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, მარტივი და ხელმისაწვდომი პროცესია. მათთვის კარგად ცნობილია ყველა საერთაშორისო კვლევა, რომელიც ამ სექტორის მდგომარეობას ასახავს. მმართველ გუნდში კი ყურადღებას ამახვილებენ იმ ეკონომიკურ გარემოზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის შექმნილი.
ეკონომისტებისთვის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა და ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხელსაყრელი პირობების შექმნა და მთავრობის მიზანმიმართული მხარდაჭერაა, რაც ბიზნესის გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.
მსოფლიო ბანკის გლობალური კვლევის ფარგლებში, საქართველო შვიდმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასა. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.
ავტორი: სიმონ შანავა.