15 აგვისტო 2026,   12:42
ვრცლად
ქართული მიწა ნამდვილად არ სხვისდება. რეალური სტატისტიკიდან გამომდინარე, სრულიად ტყუილია ის შფოთის მცდელობა, თითქოს მოხდება მოჭარბებით ქვეყნის არამოქალაქეების ჩამოსვლა - დავით მათიკაშვილი "იგლ ჰილსის" პროექტზე

რას მიიღებს ქვეყანა "იგლ ჰილსის" პროექტისგან - პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ვრცლად კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა კომერციული ხელშეკრულების შესახებაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან 33 პროცენტიან მოგებას მიიღებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ე.წ. არაბიზაციაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა. 6, 6 მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ კი კამპანია ლელოს ლიდერებმა მიზანმიმართულად დაიწყეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართული მიწა არ სხვისდება. 

"ქართული მიწა ნამდვილად არ სხვისდება. არსებული რეალური სტატისტიკიდან გამომდინარე სრულიად ტყუილია ის შფოთის შეტანის მცდელობა, თითქოს ამ ორ დასახლებაში მოხდება მოჭარბებით ქვეყნის არამოქალაქეების ჩამოსვლა. 

ამ პირობებში, ის მაინც ბედავს, მიუხედავად იმისა, რომ იცის ხელშეკრულება, რომელიც იდება სახელმწიფოსთან კომერციულ საწყისებზე, ექვემდებარება გრიფით საიდუმლოს. 

თვითონ ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ანაკლიას ვგულისხმობ და დღეს ის მაინც ასეთ რამეებს ამბობს, რისი თქმაც არ შეუძლია ნებისმიერ სინდისიერ და პატიოსან ადამიანს", - აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები