13 აგვისტო 2026,   04:02
ვრცლად
პირი, რომელმაც გერმანიის ელჩთან, აქციზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ფიშერმა მიტინგს სოლიდარობა გამოუცხადა - მამუკა ცუცქირიძეა. ის ეკლესიის, პატრიარქისა და მოსაყრდე შიოს შეურაცხყოფით გამოირჩევა

პირი, რომელმაც გერმანიის ელჩთან, აქციზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ფიშერმა მიტინგს სოლიდარობა გამოუცხადა - მამუკა ცუცქირიძეა. მამუკა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში აქტიურად გამოირჩევა ეკლესიის, პატრიარქისა და მოსაყდრე შიოს ლანძღვით. მაგალითად, გავიხსენოთ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, სადაც ის საპატრიარქოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლების ტაძრის წინამძღვრობიდან, წერს - "რუსი ძონძი ეგზარქოსების განაჩენი". ასევე, გამოეხმაურა საპატრიარქოს გადაწვეტილებას არქიმანდრიტ ილია თოლორაიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით და მოსაყდრე შიოს და ანდრია ჯაღმაიძეს მოძალადე უწოდა და დასძინა, რომ მალე, აუცილებლად დადგება მათი განკითხვის დღეც. ცნობისთვის, ოპოზიციის გუშინდელი აქციიდან მამუკა ცუცქირიძემ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან ფოტო გამოაქვეყნა, გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ეს მომენტი არასდროს დაავიწყდებათ.

თემაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

"გერმანიის ელჩი იღებს ფოტოს და სოლიდარობას უცხადებს მამუკა ცუცქირიძეს, რომელიც ლანძღავს ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს ეგზარქოსად მოიხსენიებს. ელჩის მხრიდან ეს არის ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა. ამიტომ, ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა სურს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

Open photo

 

 

Open photo

დღის ამბები