გორში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიმართა.
საერთაშორისო შეჯიბრება წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში მონაწილეობას ქართველ მოჭიდავეებთან ერთად სპორტსმენები, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და სომხეთიდანაც იღებდნენ. ნუგზარ სხირელს 13 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდებოდა.