თბილისში საახალწლო განათებები ეწყობა. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები უკვე დამონტაჟდა ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე. საახალწლო ილუმინაციების და დეკორაციების მოწყობა დაგეგმილია თბილისის ათივე რაიონის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში.