13 აგვისტო 2026,   01:56
ვრცლად
ჟანრობრივი მრავალფეროვნება, ახალი სახეები და კიდევ ერთი "ოქროს ღილაკი" - "საქართველოს ხმის" მეორე ეპიზოდი გიორგი ფრუიძის ტრიუმფით დასრულდა

შთამბეჭდავი დაბრუნება სცენაზე და მეგა შოუს მეორე ეპიზოდის ტრიუმფატორი - ეს გიორგი ფრუიძეა, "რუსთავი 2-ის" მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი კონკურსანტი. 10-წლიანი პაუზის შემდეგ, "საქართველოს ხმის" სცენაზე მისმა გამოსვლამ ჟიურის "ოქროს ღილაკი" მიიღო.

23 წლის მომღერალი კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის რჩეული და რიგით მეორე "ოქროს ღილაკის" მფლობელი გახდა. მან საკონკურსო ეტაპიდან პირდაპირ "საქართველოს ხმის" საუკეთესო ათეულში გადაინაცვლა.

ჯაზი, რეპი, მიუზიკლი და ფოლკლორი - შოუს საკონკურსო სერია ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

ერთმანეთისგან განსხვავებულმა 9 კონკურსანტმა ყველა დროის საუკეთესო ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულა.

ჟიურიმ შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი რვა მათგანს მისცა.

კულისებსა და სცენას შორის ემოციურ ბალანსს წამყვანი უზრუნველყოფს, თიკა ფაცაციას თქმით, "საქართველოს ხმის" გამოვლენა რთული იქნება, რადგან ჯერ მხოლოდ მეორე საკონკურსო ეტაპია და მაყურებელმა არაერთი ნიჭიერი კონკურსანტი გაიცნო.

წინ კიდევ 2 შესარჩევი ტურია, live შოუები 2 დეკემბრიდან დაიწყება, სადაც პირდაპირ ეთერში, მაყურებლის წინაშე საუკეთესო ათეული წარდგება.

მესამე საკონკურსო სერია, 18 ნოემბერს "რუსთავი 2-ს" ეთერში გაიმართება. სცენას კვლავ ცხრა კონკურსანტი დაიკავებს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები