13 აგვისტო 2026,   09:01
ვრცლად
პროექტის "მე ვარ აფხაზეთი" მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

პროექტის "მე ვარ აფხაზეთი" განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ორგანიზაცია "მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის" საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო ელჩის წოდებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი,დავით ფაცაცია;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი;

ჯანმრთელობის სახლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი პაპასკუა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორგანიზაცია "თაობა 21 საქართველო"-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის "აფხაზეთი მე ვარ" მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტის "აფხაზეთი მე ვარ" ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას.

რიგით მე-7 ფილმი შეეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ ისტორიებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლები, სამედიცინო უნივესრიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

დღის ამბები